Tuesday, September 11, 2018
მეეცხრე დღის რეფლექსია
გადავამოწმეთ საკუთარი პორტფოლიოები. ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მოვისმინეთ მასწავლებელთა პრეზენტაციები თავიანთ პორტფოლიოზე. მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს. დიდი მადლობა ქალბატონ შორენას საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისათვის.
Monday, September 10, 2018
მეერვე დღის რეფლექსია
გავეცანით აქტივობის ფასილიტაციას, ვისაუბრეთ როგორი სახის კითხვები დავსვათ მოსწავლეთა ჩართულობის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. გავეცანით საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს .განვიხილერთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი: პორთფოლიოს ჩეკლისტი, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. ვსრულყავით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. გავეცანით ატვირთისა და გაზიარების პროცედურებს. ტრენინგი იყო შრომატევადი და საინტერესო.
Friday, September 7, 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
ჩემს მეწყვილეს მივეცი კომენტარი პრეზენტაციაზე, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. პროექტში გავითვალისწინეთ: სსსმ მოსწავლის, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეების საჭიროება. თვითრეგულირებადი უნარის განვითარებისათვის მოსწავლეებში რა განმავითარებელ ფორმებს გამოვიყენებთ.ტრენინგი იყო ნაყოფიერი და შრომატევადი.
Wednesday, September 5, 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
მოსწავლის პრეზენტაცია
განვიხილეთ მოსწავლის ნამუშებრები, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,შეფასების ფორმების შედგენაზე.შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია,რომელიც გავაზიარეთ ბლოგზე. ტრენინგი იყო შრომატევადი და ძალიან საინტერესო.
Monday, September 3, 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანით: ერთმანეთის ნამუშევრებს, საავტორო უფლებებს, ლეგიტიმურ უფლებებს,მოსწავლეებს ვასწავლიტ რომ პატივი სცენ სხვის ნაშრომს და მიუთითონ ყოველთვის ავტორი, გავეცანი რა ოდენობით უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებით დაცული მასალა. განვიხილეთგამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი.განვიხილეთ კონკრეტულ მაგალითზე. მივიღეთ დავალება .
Wednesday, August 29, 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენათ, გავეცანით პრეზენტაციის მომზადების ფორმებს სასწავლო პროექტზე. ვიმუშავეთ პოვენპოიტში. მივიღეთ დავალება
Monday, August 27, 2018
მესამე დღის რეფლექსია
შევარჩიეთ და შეუსაბამეთ პროექტის თემას სტანდარტები და ინდიკატორები ჩამოვყალიბეთ მიზნები, შედეგები, განვიხილეტ მაღალი საზროვნო უნარები, რომელიც განუვითარდება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას.ვისწავლეთ როგორ შევარჩიოთ თემის მიმართულების საკვანძო კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში
|
თემატური კითხვები
|
რაში ვიყენებ პროცენტს?
რა განსხვავებაა მარტივ და რთული
დარიცხვის პროცენტებს შორის?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რას ეწოდება
პროცენტი?
როგორ ვიპოვოთ
რიცხვის პროცენტი?
როგორ ვიპოვოთ
რიცხვი პროცენტის მიხედვით?
რას ნიშნავს პროცენტული ფარდობა?
|
Friday, August 24, 2018
მეორე დღის რეფლექსია
მოვისმინეთ ერთმანეთის არჩეული თემები სასწავლო პროექტებისთვის, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები, დავათვალიერეთ ბუკლეთები, ვიმუშავეთ შექმნაზე. ვორდში პრაქტიკულად ვიმუშავეთ შევქმენით ცხრილები, დიაგრამები,ჩავსვით სურათები.მივიღეთ დავალება გადავხედოთ ეროვნული გეგმის სტანდარტებს.
Wednesday, August 22, 2018
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანით ერთმანეთს, მოვახდინეთ ვიუერის სახელმღვანელოს გაცნობა, ვიმუშავეთ მასზე, განვიხილეთ მოდულები. შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, შევისწავლეთ როგორ ხდება საინტერესო და საჭირო რესურსების შენახვა. ვნახეთ სასწავლო პროექტის ნიმუშები. შევქმენით ბლოგები, დავწერეთ რეფლექსია, მივიღეთ დავალება- საპროექტო თემების შერჩევა.
Subscribe to:
Posts (Atom)