Monday, August 27, 2018

მესამე დღის რეფლექსია

შევარჩიეთ და შეუსაბამეთ პროექტის თემას სტანდარტები და ინდიკატორები ჩამოვყალიბეთ მიზნები, შედეგები, განვიხილეტ მაღალი საზროვნო უნარები, რომელიც განუვითარდება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას.ვისწავლეთ როგორ შევარჩიოთ თემის მიმართულების საკვანძო კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში

თემატური კითხვები
რაში ვიყენებ პროცენტს?  
 რა განსხვავებაა მარტივ და რთული დარიცხვის პროცენტებს შორის?

შინაარსობრივი კითხვები
რას ეწოდება პროცენტი?
როგორ ვიპოვოთ რიცხვის პროცენტი?
როგორ ვიპოვოთ რიცხვი პროცენტის მიხედვით?
 რას ნიშნავს პროცენტული ფარდობა?

2 comments:

  1. ციალა მასწავლებელო,ძალიან კარგი და აქტუალური თემა აგირჩევიათ პრეზენტაციისათვის, გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete